Wednesday, March 10, 2010



1) პროექტის სახელი: თვითმართველობის ერთი დღე სკოლაში.
2) პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: სკოლაში ერთი დღე გამოცხადდება თვითმართველობის დღედ, ამ დღეს წინასწარი მომზადების საფუძველზე უფროსების, კერძოდ ადმინისტრაციის და პედაგოგების მოვალეობას შეასრულებს მოსწავლეები.
3) პროექტის სრული აღწერა: დაიწყება მზადება ამ დღისთვის, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ბავშვებთან ერთად. ამ ბავშვებიდან აირჩევა დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, და სხვა ადმინისტრაციული პირები. თვითმართველობის ბავშვები დამრიგებლებთან ერთად, ყველა კლასში აირჩევენ საგნის მასწავლებლებს(მოსწავლე), რომლებიც წინასწარ მოამზადებენ გაკვეთილებს ამ დღისთვის, ასევე აირჩევა კლასის დამრიგებლებიც(მოსწავლე). და საერთოდ სკოლაში პედაგოგების მაგივრად გაკვეთილებს ჩაატარებენ წინასწარ არჩეული საუკეთესო მოსწავლეები. შეიძლება ამ დღეს დაიგეგმოს ღონისძიებაც , ესეც ბავშვების ორგანიზებით.უფროსები მოახდენენ დაკვირვებას ამ ყველაფრის მიმართ და გაკეთდება ანალიზი.
4) მონაწილეთა ასაკი: 14–16წ.
5) ვადები: 2 თვე
6) პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები დღის ბოლოს გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ იმ ყველაფერს, რაც ამ დღეს გაკეთდა და გამოხატავენ იმ გრძნობას, რაც განიცადეს
7) მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ;თვითმართველობის ეს ერთი დღე მთლიანად მოიცავს მოსწავლეთა ორგანიზებას, დამოუკიდებლობას, რაც საშუალებას მოგვცემს ბავშვებმა შეიცნონ მიუწვდომელი სამყარო.
8) სარგებელი სხვებისთვის:ეს დღე სასარგებლოა როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლისთვის, რადგან მოსწავლე შეიგრძნობს იმას რასაც მასწავლებელი განიცდის.
9) სამუშაო ენა: ქართული
10) მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
11) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ყველა საგანთან. ეროვნული სასწავლო გეგმაში აღწერილია ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველი მოსწავლე, თითოეული მიმართულებისათვის. ამ ერთი დღით მოსწავლეები მოცემულ უნარ ჩვევებზე გავიდნენ: მსჯელობა–დასაბუთება, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა, დამოკიდებულება.
12) პროექტის ფასილიტატორი: მაკა გიგინეიშვილი
13)ფასილიტატორის ელ.ფოსტა: makagigineishvili@gmail.com
14)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.mgigineishvili.blogspot.com